წამლის ფორმა: სადეზინფექციო გრანულირებული ფხვნილი, ვეტერინარული ზედამხედველობის ობიექტების დეზინფექციისათვის და ცხოველების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, სადეზინფექციო საშუალება.
მწარმოებელი ქვეყანა: კრკა, სლოვენია.
შემადგენლობა: 1 გრამი შეიცავს: კალიუმის პეროქსომონოსულფატს (სამმაგი მარილი) 500 მგ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება პროფილაქტიკური და იძულებითი (მიმდინარე და დასკვნითი) დეზინფექციისათვის:
• მეცხოველეობის, მეღორეობის, ნადირსაშენის, მეფრინველეობისთვის განკუთვნილი ფართების, მათ შორის ინკუბატორებში არსებული ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დასამუშავებლად.
• საკვებდამამზადებელ განყოფილებებსა და მეცხოველეობის სხვა დამხმარე ობიექტებში, სადაც მოთავსებულია ტექნიკური აღჭურვილობა და ინვენტარი;
• ხორცის წარმოებისა და ფრინველის ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი სამრეწველო საწარმოების ფართების და ტექნოლოგიური აღჭურვილობის; ხორცკომბინანტებში სანიტარული სასაკლაოების და სასაკლაო პუნქტების შენობა ნაგებობების დასამუშავებლად, რძის ბლოკები მეცხოველეობის ფერმებსა და კომპლექსებში, კვერცხის შესანახი სათავსების, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქციის და საკვების გადასაზიდი შესანახი კონტეინერებისთვის;
• ავტოსატრანსპორტო, სარკინიგზო ვაგონები და სხვა სახის სატრასპოტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ცხოველების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და პროდუქციის გადასაზიდად;
• სათავსები, ფართები, შენობა-ნაგებობები, აღჭურვილობა და ინვენტარი ცხოველთა მჭიდრო განთავსების ადგილებში (ცხოველებით ვაჭრობის ბაზრებზე, გამოფენებზე);
• ვეტერინარული დანიშნულების (სამკურნალოების, კლინიკების, ლაბორატორიების, ვივარიუმების, თავშესაფრების) დაწესებულებაში არსებული აღჭურვილობა, ინვენტარი, ხელსაწყოები და ლაბორატორიული ჭურჭელი;
• ცხოველების მოვლა-შენახვისათვის განკუთვნილი სადგომის ზედაპირების, გალიების და ინვენტარის დასამუშავებლად (ძაღლების და კატების მოსაშენებელ ობიექტებში, ზოოპარკსა და ცირკში);
• ცხოველთა დაწყურებისათვის განკუთვნილი წყლის გაუვნებლობისა და წყალმომარაგების სისტემისათვის;
გამოიყენება იმ საწარმოებში, სადაც დანერგილია ან ნერგავენ HACCP-ის სისტემას.
გამოშვების ფორმა: 50 გ დაფასოებულია ლამინირებულ ფოლგაში, 25 ცალად და მოთავსებულია მუყაოს ყუთში; 1 კგ და 2,5 კგ ლამინირებულ ფოლგის პაკეტებში.
გამოყენების წესი
ეკოციდ С-ს სამუშაო ხსნარით დეზინფექციას ატარებენ ცხოველების არყოფნის დროს, სველი წესით (მოსხურება, გაწმენდა, ხსნარში ჩაძირვა) ან აეროზოლურად.
- პროფილაქტიკური და იძულებითი დეზინფექციისათვის ბაქტერიული (ტუბერკულოზის გარდა), ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის ინფექციების დროს, წინასწარ გასუფთავებულ ზედაპირებს და აღჭურვილობას დეზინფექცია უტარდება სველი ან აეროზული წესით, ასევე დეზობარიერებში და საფენებში გამოიყენება ეკოციდ С-ს 1%-იანი ხსნარი. ღორის აფრიკული ჭირის დროს დეზინფექციას ატარებენ 3%-იანი ხსნარით.
- მეცხოველეობის დამხმარე ფართების, ინკუბატორების, ცხოველების საკვების და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გადამუშავებისა და შენახვისათვის განკუთვნილი ფართების, სასაკლაო პუნქტების, თერმული აეროზოლური დეზინფექციისათვის (პროფილაქტიკური და იძულებითი) გამოყენება ეკოციდ С-ს 4%-იანი სამუშაო ხსნარი.
- ცხოველების დაწყურების წყალმომარაგების სისტემას დეზინფექციისათვის გამოიყენება 0.5%-იანი სამუშაო ხსნარი.
შენახვის პირობები
ინახება დახურულ შეფუთვაში, მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე, 00C -დან 300C ტემპერატურაზე.
ეკოციდ C უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის გახსნიდან უნდა გამოიყენონ არაუმეტეს 28 დღეში. სამუშაო ხსნარი ინარჩუნებს თავის აქტივობას 4-7 დღის განმავლობაში.